საზოგადოება
23/03/2021
მართვის მოწმობა საქართველოში ქალების მხოლოდ 20%-ს აქვს
მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად საქართველოში ქალ მძღოლთა რაოდენობა იზრდება, 2020 წლის მონაცემებით, ქალების მხოლოდ 20%-ს აქვს მართვის მოწმობა.
ეს მაჩვენებელი მომავალში მოთხოვნის ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს და როგორც Galt & Taggart-ი ვარაუდობს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 32 ათასი ქალი აიღებს მართვის მოწმობას.
ამავდროულად ქალი მძღოლების რაოდენობის ზრდა ავტომობილებზე მოთხოვნის წახალისების ფაქტორად მიიჩნევა. 2019 წელს გაცემული მართვის მოწმობების 45.6% ქალებს ეკუთვნოდათ, 2010 წელს იგივე მაჩვენებელი 23.9% იყო.
რაც შეეხება კაცებს, მართვის მოწმობას 72% ფლობს.