საზოგადოება
25/02/2022

მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორი მზად არიან უსასყიდლოდ დაუთმონ სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. ამ დროისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის.

მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და მათ მასპინძელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმართა და დახმარება შესთავაზა უფასო ცხელი ხაზის 0 800 800 909 მეშვეობით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023