საზოგადოება
22/03/2021

მაჭავარიანის მეწყრულ ზონაში უცხოელი სპეციალისტები მდგომარეობას სწავლობენ

თბილიისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე  მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.  

თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე.

მაჭავარიანის ქუჩაზე და  მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივი გააქტიურება რამდენიმე დღის წინ მოხდა.