საზოგადოება
01/03/2021
მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.
შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.