საზოგადოება
07/03/2022

"ლუკა პოლარე" საქართველოში მყოფ უკრაინელებს დაასაქმებს

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს.

კომპანია დაასაქმებს ქალბატონებს წარმოებაში თბილისსა და ბათუმში, ხოლო ახალგაზრდებს შეეძლებათ სერვისის კონსულტანტად დაიწყონ ქსელში მუშაობა. 

"ჩვენმა გუნდმა პირველივე დღეებში დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად. პირველ ეტაპზე გადავრიცხეთ თანხა უკრაინაში მყოფი პატარებისთვის, პარალელურად გვინდა მცირედით დავეხმაროთ აქ მყოფ უკრაინელებს. სიამოვნებით მივიღებთ გუნდში და დავასაქმებთ ქალბატონებსა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, მანამ სანამ შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.“  - თეა თაბაგარი, დირექტორი.  

კომპანია თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანიზაციებს, რომ დაეხმარონ ინფორმაციის გავრცელებაში სამიზნე ჯგუფებში. 

შეგახსენებთ, რომ "ლუკა პოლარე" უკრაინელ ბავშვებს 10 000 ლარით უკვე დაეხმარა

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში 20 ფილიალით არის წარმოდგენილი.