საზოგადოება
07/02/2021

Lingwing: პადემიამ უცხო ენის ონლაინ კურსებზე მოთხოვნა გააორმაგა

ერთადერთი ქართული ონლაინ პლატფორმისთვის, რომლის დახმარებით შესაძლებელია 6 უცხო ენის შესწავლა, პანდემიის პერიოდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. Lingwing-ის დამფუძნებლის ვატო ველიაშვილის თქმით, პირველი ლოქდაუნის დროს უცხო ენების კურსებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა, და ახლა სტაბილურად 2–ჯერ მეტია, ვიდრე პანდემიამდე იყო.

„ვფიქრობ, პანდემია რომც დასრულეს, ეს ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება, რადგან ხალხი მიეჩვია ონლაინ სწავლებას. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ინგლისურის A1 დონის კურსზე, შემდეგ მოდის რუსული, ესპანური და დანარჩენი ენები. დავამატეთ ქართული ენაც, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, BTU ენთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის კურსის შეძენას აპირებს.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამ ეტაპზე ვამზადებთ საიტს ესპანურ და რუსულენოვანთათვის. დავიწებთ სატესტო კამპანიებს, რომ გავიგოთ რომელ ქვეყნებში უფრო მეტი მიმღებლობა ექნება, შემდეგ უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ მათთან. ბანგლადეშში მოლაპარაკებები გვაქვს განათლების სამინისტროსთან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებთან, ველოდებით მასშტაბურ შედეგს, თუ არ გამოვიდა, აუცილებლად გავაგრძელებთ საცალო გაყიდვებს. უფასოდ დავარიგეთ რამდენიმე ათასი პაკეტი, თუმცა არის სისტემური პრობლემები და ვმუშაობთ დახვეწაზე. ვაპირებდით ხუთ ქვეყანაში შესვლას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს პროცესი შევაჩერეთ", – აღნიშნავს ვატო ველიაშვილი. 

Lingwing-ი „ბექას სკოლასთან“ თანამშრომლობით, დაინტერესებულ პირებს აბიტურიენტებისთვის შექმნილ კურსებს, ასევე სულ ახლახან დამატებულ ზოგად კურსს სთავაზობს, სადაც კომბინირებული სწავლებაა და მისი ღირებულება თვეში 60 ლარია.

„2020 წელი, როგორც ონლაინ ბიზნესისთვის, წარმატებული იყო. პანდემიამ მომხმარებლის მხრიდან ონლაინ პროდუქტებზე მიდგომა შეცვალა, რამაც სიახლეებისგენ გვიბიძგა. ვგეგმავთ პლატფორმის დახვეწას რომ ინტერესი კიდევ უფრო გავზარდოთ. გვინდა გადავიდეთ „ჩატის“ სტილზე და საიტი უფრო ინტერაქტიული გავხადოთ. ზოგადად, მობაილ აპლიკაციიის მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად გადაასწრო ვებ–გვერდის ვიზიტორებს,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.  

Lingwing-ი ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ონლაინ 6 ენის შესწავლაა შესაძლებელი.  ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, და ესპანური ენის კურსებს სულ მალე აფხაზური ენაც დაემატება.

Businesspartner