საზოგადოება
28/02/2022
ლევან დავითაშვილი: საქართველო მზად არის, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს
საქართველო უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად მზად არის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"საქართველო მობილიზებულია, რომ უკრაინელ მეგობრებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ. რაც არ უნდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს ქვეყანას, და ქვეყნის შიგნითვე ჰყავდეს დევნილი მოსახლეობა, ამ შემთხვევაშიც გვესმის სოლიდარულობის ფასი და სრული მზადყოფნა გვაქვს, უკრაინიდან ლტოლვილები თუ იქნებიან, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. საქართველო მზად არის, უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.