საზოგადოება
17/06/2021

"ლელო" ელიტურ კორუფციას ებრძვის - პარლამენტში ინიციატივა დარეგისტრირდა 

ფრაქციამ “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ ინიციატივა დაარეგისტრირა. 

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მათი მიზანია, შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებს. 

მისი თქმით, ადამიანებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისებისთვის პასუხი უნდა აგონ. 

“კომისია დაადგენს მათში გარეულ პირებს, მათ შორის, თანამდებობის პირებს და ამით ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს, რომ აღარასდროს ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელად არ ხდებოდეს მასშტაბური ელიტური კორუფციის ფაქტები“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.