ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა განიხილება
“კახეთში მატარებლის იდეა ძალიან კარგია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი განხილვადია.
“კახეთში მატარებელი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგალითად ისეთი, როგორიც არის კალიფორნიაში. განხილვადია ეს პროექტი. რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი. წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, რკინიგზის წარმომადგენლებთან ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც განიხილეს და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
“მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება რა თქმა უნდა გამარტივდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.