საზოგადოება
07/09/2021

ლადო კახაძის შეფასებით, კოვიდის დღევანდელი მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა 

დეპუტატის ლადო კახაძის შეფასებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღევანდელი მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 

“ცალ მხარეს დგას კაცობრიობა და ცალკე დგას ვირუსი. ეს უხილავი მტერი ყველას მტერია. ჩემს გამოსვლას ყველა პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა დავაყენებ და არ დაგყოფთ. მადლობას გეტყვით  ყველას, ვისაც ნიღაბი გიკეთიათ, ვინც მოუწოდებთ ნიღბის ტარებისკენ, ვინც აიცერით.

მე ვისარგებლებ შემთხვევით და პირველად გავაკეთებ ძალიან მოკრძალებულ ოპტიმისტურ განცხადებას. 1965 დადასტურებული შემთხვევა არის დღეს გამოვლენილი. ორჯერ მეტი გამოჯანმრთელდა. 50 გვაქვს გარდაცვალება, მაგრამ შემცირებულია ისევე, როგორც გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა და 7%-ს უახლოვდება, ზოგიერთ რეგიონებში კი 4 %-ია. გუშინ 24 000-ზე მეტი ადამიანმა აიცრა და იმედია, რომ წლის ბოლოსთვის ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე.