კვლევა: Pfizer ვაქცინა ჭარბწონიან ადამიანებში შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს
Pfizer/BioNTech ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბწონიან ადამიანებში.
The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანდაცვის ჭარბწონიანმა მუშაკებმა გამოიმუშავეს ანტისხეულების დაახლოებით ნახევარი, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით. ეს შეიძლება გულისხმობდეს, რომ ჭარბწონიან ადამიანებს, კორონავირუსისგან დასაცავად დამატებითი დოზა სჭირდებათ. ასევე, სიმსუქნე, რომელიც სხეულის მასის ინდექსზე (BMI) 30-ით მეტია, ზრდის Covid-19-ით სიკვდილის რისკს თითქმის 50%-ით და საავადმყოფოში მოხვედრის რისკს 113%-ით.
”მას შემდეგ, რაც სიმსუქნე წარმოადგენს Covid-19 დაავადებული პაციენტების ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარ რისკ ფაქტორს, ამ ქვეჯგუფში სავალდებულოა ეფექტური ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, ამ მონაცემებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს Covid-19-ის ვაქცინაციის სტრატეგიების შემუშავებაში,“ – აცხადებს ალდო ვენუტი, რომის Istituti Fisioterapici Ospitalieri–დან.
ახალი კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ დეტალურად არ არის განხილული, წარმოადგენს პირველ უშუალო მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება მოხდეს Covid-19–ის ვაქცინებთან დაკავშირებით.
„ნაშრომი ნამდვილად საინტერესოა, თუმცა იგი დაფუძნებულია საკმაოდ მცირე მონაცემებზე. ეს ადასტურებს, რომ ვაქცინირებული პოპულაციის არსებობა არ არის იმუნური მოსახლეობის სინონიმი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სიმსუქნის მაღალი მაჩვენებელია,“– თქვა დენი ალტმანმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორმა.
ბრაზილიელი მუშაკების ცალკეულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჭარბწონიან ადამიანებში ხელახალი ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია და მათ თავდაპირველ ინფექციაზეც ანტისხეულების დაბალი რეაქცია აქვთ, – წერს The Guardian.