ეკონომიკა
02/11/2023

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მიწაზე ქონების გადასახადის ახალ გამომთვლელს სთავზობს.  სერვისი www.rs.ge -ს დაემატა. 

როგორც შემოსავლების სამსახურის  ვებ-გვერდიდან ირკვევა,  აღნიშნული სერვისის მეშვეობით შესაძლებელია გამომთვლელის შევსების დღეს მოქმედი განაკვეთების მიხედვით მიწის გადასახადის ოდენობის გამოთვლა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის  წარდგენის ვადა 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 170 000-ზე  მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე. 

შეგახსენებთ,მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი რომელსაც საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით.

Businesspartner