კვლევა: Pfizer-ის ერთი დოზით ვაქცინირებულ ადამიანებს ძლიერი იმუნური რეაქცია განუვითარდათ
Pfizer / BioNTech კორონავირუსის ვაქცინის ეფექტის შესახებ ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა ადამიანმა, ვინც Pfizer–ის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა, იმუნური სისტემა გაუძლიერდათ, – წერს ბრიტანული გამოცემა Independent–ი.
შეფილდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებმა გამოიკვლიეს 237 სამედიცინო პერსონალის იმუნური რეაქცია. შედეგად აღმოჩნდა, რომ Pfizer ვაქცინამ ანტისხეულები და T- უჯრედების რეაქციები წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს Covid-19 ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას 99% შემთხვევაში. ვაქცინამ ასევე გააძლიერა იმუნური რეაქცია მათში, ვინც უკვე იყო ინფიცირებული და ჰქონდა გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სადავო გადაწყვეტილებას Pfizer ვაქცინის მეორე დოზის გადადებასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს პირველი დოზით.