საზოგადოება
28/11/2022

კვლევა: იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც პროფესია შეიცვალეს და ტექნოლოგიების სფეროში გადაინაცვლეს

Insource-ის კვლევის თანახმად, ადგილობრივ ტალანტების ბაზარზეც დასტურდება პროფესიული მიგრაციები, ტექნოლოგიურ სფეროზე მოთხოვნა გაიზარდა.  

კვლევის მიხედვით, ტოპ პროფესიებია:

Project Manager, Product owner, Business Analyst, Data scientist, Product Manager, Digital Marketer, Tech recruiter, UX/UI Designer

ზოგადად, 2019-2022 წლებში, ტალანტების ბაზარზე საინტერესო ცვლილებები დაიწყო. ცვლილებები პროფესიის შეცვლას მოიზრებს და დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც პროფესია შეიცვალეს და უმეტესად, ტექნოლოგიების სფეროში გადაინაცვლეს.

კვლევასი ძირითადად მდედრობითი სქესის 31-35წ. ასაკობრივ ჯგუფი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების უმრავლესობამ პროფესია და სამსახური შეიცვალა 2019-2022 წლებში.

გაცილებით საინტერესო და განსხვავებული იყო პროფესიის ცვლილების მიზეზები, რაც ეხება ახალი პროფესიისადმი ინტერესს, საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების სურვილს და პროფესიის პოპულარობას.

ცნობისთვის, InSource-ის სერვისი დამფუძნებლების 11 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. გარდა ამისა, InSource უზრუნველყოფს HR სისტემების ეფექტურ მართვას დამსაქმებლის საჭიროებებზე და სტრატეგიებზე დაყრდნობით.

 

Businesspartner