საზოგადოება
05/04/2021

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გვირაბის გასაყვანად საჭირო საბურღი საშუალება უკვე ჩამოტანილია საქართველოში. ამ მოწყობილობის ნაწილი უკვე ატანილია კობში, ნაწილის ატანა კი, რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა შეაფერხა. ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, მოწყობილობის აწყობა მოხდება და სავარაუდოდ, 3-4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.

„ეს არის უნიკალური პროექტი თითზე ჩამოსათვლელია ასეთი პროექტები, მათ შორის, რაც ხორციელდება საქართველოში. 9 კილომეტრიანი უწყვეტი გვირაბის აშენებაა დაგეგმილი. 15 მეტრი რადიუსის. ასეთი ნაგებობა ძალიან ცოტაა მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა და აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდში კობი-გუდაურის გზაზე არსებული ვითარება ამ გვირაბის და გზის მშენებლობის აუცილებლობის ნათელი დასტურია, რომ წლის ნებისმიერ დროს იყოს შესაძლებელი უსაფრთხო გადაადგილება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022