საზოგადოება
10/01/2022

ქვეყანაში "ღორის გრიპის" ცირკულაცია დაიწყო

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას jandacva.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, H1N1 (“ღორის გრიპი”) გასულ კვირაში დადასტურდა.

ქვეყანაში ასევე ცირკულირებს სხვა სეზონური ვირუსები – ა ტიპის ვირუსები, რინოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირატორულ სინსიტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი და სხვები.

გასულ სეზონზე საქართველოში ა ტიპის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ორჯერ გამოვლინდა B ტიპის გრიპი, რომელიც შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. გაზრდილი მობილობისა და პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლის ფონზე, სპეციალისტები წელს ტვინდემიას, ანუ გრიპისა და კორონავირუსის პარალელურ ეპიდემიებს ელოდებიან.