საზოგადოება
28/02/2022
ქუთაისის უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
"უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.
მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა",- წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.