საზოგადოება
30/11/2021

"კრედიტის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებს შორის ურთიერთობა ცივილიზებული უნდა გახდეს"

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ერთად იფიქრონ, როგორ გახდეს კრედიტის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის "ამომღებ"კომპანიებს შორის ურთიერთობა ცილივიზებული. 

"ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ ყველას გვაქვს ბანკის კრედიტი და ჰქონია შეხება ბანკთან. სოციალური ფონის, გაჭირვების და უმუშევრობის გამო, ვიღაცეების უპასუხისმგებლობის გამო ვიცით, რომ ბევრი ადამიანი აგვიანებს კრედიტის გადახდას. ბანკებს აქვთ დელეგირებული კომპანიებისთვის ე.წ. "ამოღება". გასაგებია, ვალს დაბრუნება უნდა. ვერავის ვერ გავამართლებ იმის გამო, რომ კრედიტს აიღებ და ვალდებულებას არ ასრულებ, მაგრამ რასაც ეს "ამომღები" კომპანიები აკეთებენ, სადაც ძალიან ბევრი ყოფილი ძალოვანი არის დასაქმებული, ეს არის ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფა, შანტაჟი და ძალადობა. როგორც წარწყმედილ კრიმინალებს, ისე ექცევიან ხოლმე ადამიანებს",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 

დეპუტატმა სხდომაზე დამსწრეებს მოუწოდა, ერთად გამონახონ გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

"მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება  ეს ურთიერთობა კრედიტის და ვალის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული და ადამიანური", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.