კოვზანაძე: პროკურატურის სწრაფი გამოძიება იქნება ქმედითი დახმარება აუდიტის სამსახურის ეფექტიანობისთვის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალურ პროკუროს მიმართავ.
ირაკლი კოვზანაძე მოუწოდებს პროკურატურის საქმიანობის წლიური ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენისას ყურადღება გაამახვილოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე და პარლამენტს შესაძლებლობის ფარგლებში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების თაობაზე.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა 2020 წელს პროკურატურას აუდიტის სამსახურის მიერ გადაეგზავნა 28 ანგარიში, 2019 წელს-34, ხოლო 2018 წელს 25 ანგარიში.
„სულ 2018-2020 წლებში პროკურატურაში ჯამში გადაგზავნილია 87 საქმე, მათგან 10 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ან დაერთო სხვა საქმეს, ხოლო 77 საქმეზე გამოძიება ახლაც გრძელდება,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ სკურპულოზური და სწრაფი გამოძიების წარმოება იქნება ქმედითი დახმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.