საზოგადოება
20/10/2021

კორუფციის თავისუფლების ინდექსში საქართველო 31-ე პოზიციაზეა

კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველო მსოფლიო მასშტაბით 50 ქვეყანას შორისაა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ავრელებს.

სამინისტროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერია, საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის კი ხუთეულში ხვდება.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსი კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებას 44 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 139 ქვეყანაში აფასებს.

„კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება – ჩამოთვლილ კატეგორიებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე გავიდა.

44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდექსი. აქაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი, ევროპის საუკეთესო ათეულში მეცხრე, მსოფლიოში კი მე-14 პოზიციაზეა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას: „კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი“ – საქართველო მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციას იკავებს“, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ რელიზში.

 

Businesspartner