საზოგადოება
01/03/2022

"კონსულტაციებისთვის მიწვევენ" - უკრაინის ელჩი საქართველოში

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ უკრაინაში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. 

მისი თქმით, ისეთი საკითხებია განსახილველი, რომელზეც ტელეფონით არ საუბრობენ. 

"ზუსტად არ ვიცი, რა არის განსახილველი, თუმცა როგორც ჩანს, ბევრი რამ უნდა განვიხილოთ. ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ და კონსულტაციებისთვის უკრაინაში ჩასვლის ინსტრუქცია მომცეს", - განაცხადა იგორ დოლგოვმა "მთავარ არხთან". 

რაც შეეხება უკრაინაში მოხალისეების წასვლის სურვილს, ელჩმა განაცხადა, რომ მთავრობა საომარ მოქმედებებში მოხალისედ წასვლის მსურველებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. კითხვაზე, ექიმებსაც აუკრძალეს თუ არა უკრაინაში წასვლა, დოლგოვი ამბობს, რომ არავის არაფერი აუკრძალავს. 

"არავის არაფერი აუკრძალავს, ეს ვინ გითხრათ? ეს არასწორი ინფორმაციაა. საქმე იმაშია, რომ შესაძლებლობისა და აუცილებლობის არსებობის დროს ჩარტერულ რეისზე ნებართვა ვერ მივიღეთ, სულ ეს არის. სხვა მხრივ პრობლემა არ არის - ვის როგორც შეუძლია ისე ეხმარება უკრაინას. დიპლომატიური თვალსაზრისით, პოზიცია გასაგებია, ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერნი ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება", - განმარტა ელჩმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრენსკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩს იწვევს. 

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციები დაფიქსირდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023