კლინიკებისადმი სახელმწიფოს დავალიანება 2019 წლის შემდეგ ₾400 მლნ-დან ₾180 მლნ-მდე შემცირდა
მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, თუ 2019 წლის ბოლოს კლინიკებისადმი დავალიანება 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წლის ბოლოს აღნიშნული დავალიანება მინიმუმამდეა შემცირებული და 180 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მისივე განცხადებით სწორი მენეჯმენტის შედეგია.
„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არსებული რესურსების მიზნობრივად, კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებით და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით მიიღწევა.
უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისთვის გაიზარდოს დაფინანსება, გაგრძელდეს სატარიფო პოლიტიკის განხორციელება და გატარდეს რიგი რეფორმები“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.