საზოგადოება
10/05/2021
ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია ₾4.7 მლნ დაჯდება
თბილისში, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ბიუჯეტი 4.7 მლნ ლარია და ის თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთი იწყება მეტრო ავლაბრიიდან და სრულდება სამგორის მეტროს მიმდებარედ. საერთო სიგრძე 3.4 კმ-ია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად შესრულდება, პირველ ეტაპზე 1.68 კმ-ის, მეორეზე კი 1.72 კმ-ის. განაწილებულია დაფინანსებაც, 2021 წელს დაფინანსების 50% გამოიყოფა ბიუჯეტიდან, 2022 წელს კი მეორე ნახევარი.
ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 23 მაისს იწყება და 28 მაისს სრულდება, სამუშაოები კი გამარკვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.