საზოგადოება
23/12/2021

ქართველი სტუდენტი ლუკა ბუსკივაძე Meta-ს გუნდს შეუერთდა

ქართველი სტუდენტი ლუკა ბუსკივაძე Meta-ს გუნდს შეუერთდა. ის კალიფორნიის ოფისში სტაჟირებას პროგრამული ინჟინერის პოზიციაზე 2022 წლის ზაფხულში დაიწყებს.

ლუკა ბუსკივაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ Meta მისთვის იდეალური ვარიანტია და ეს სტაჟირება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სრულ განაკვეტიან სამსახურად გადაიქცევა. 

Meta-ში აპლიკაცია სექტემბერში გავაგზავნე. ოქტომბრის ბოლოს მომივიდა მოწვევა ინტერვიუზე. შემდეგ, დავიწყე ინტერვიუსთვის მომზადება. ვაკეთებდი ძალიან ბევრ ამოცანას და ინტერვიუებზე ყველა დასმულს შეკითხვას გავეცი პასუხი. სულ 2 ინტერვიუ მქონდა Meta-ში. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი თვენახევარი გაგრძელდა და რამდენიმე დღის წინ ოფერიც გამომიგზავნეს. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტაჟირება.

Meta ჩემთვის იყო იდეალური კომპანია და ახლა მომდებნო წლების მანძილზე თავდაჯერებულად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ ეს სტაჟირება აუცილებლად გადაიქცევა სრულ განაკვეთიან სამსახურად, როდესაც უნივერსიტეტს დავამთავრებ. გუნდის შესახებ ინფორმაციას მარტში მივიღებ. მეტყვიან რომელ გუნდში, რა პროექტზე და რა ტექნოლოგიებით ვიმუშავებ ზაფხულის განვმალობაში"–ამბობს ლუკა ბუსკივაძე. 

შეგახსენებთ, რომ Meta აერთიანებს ისეთ დიდ კომპანებს როგორიცაა, Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი, და სხვა შვილობილ ორგანიზაციებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023