საზოგადოება
10/06/2021

ქართველი ახალგაზრდები იტალიაში სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

ქართველი ახალგაზრდები ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა  და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC – ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

კონკურსის გამარჯვებულები დღეს ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში Italian Innovation and Research Day ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიება ყოველწლიურია და ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის ხსოვნას. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.