საზოგადოება
12/04/2021

ქართული გუნდის უზბეკური ოფისი - როგორია TBC UZ

ოფისი სახალისო ადგილი, - ამ შინაარსით პოსტს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე და TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა ქურდიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ფოტოები ასახავს როგორი სახალისოა თიბისის სამუშაო სივრცე უზბეკეთში. "გოგოები ფოტოებზე ჩვენი გუნდის წევრებია, რომლებმაც იციან როგორ უნდა გააკეთონ ეს საქმე", - წერს სოციალურ ქსელში ნიკა ქურდიანი.

შეგახსენებთ, რომ თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე გასვლა პანდემიის პირობებში შეძლო. უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა TBC-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2020 წლის აპრილში გასცა და ბრენდმა თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება 2020 წლის ივნისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ TBC Bank Uzbekistan-ი ახალ, 2021 წელს ახალი ხელმძღვანელით შეხვდა. სპარტაკ თეთრაშვილი ერთ-ერთ უზბეკურ გამოცემასთან აცხადებს, რომ TBC-ის როგორც ბრენდის ფილოსოფია, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და თამამ გადაწყვეტილებებშია. "ჩვენ ვმუშაობთ ოფიციალური და პოზიციების დაყოფის გარეშე", - განაცხადა თეთრაშვილმა.