საზოგადოება
06/10/2021

კალაძე: თბილისში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 2022 წელს 19 მლნ დაიხარჯება

თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მომავალ წელს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ბიუჯეტის 19 მლნ ლარამდე გაიზრდება.

კახა კალაძის თქმით, 2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

"რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10  საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 შენდება ავარიული შენობების ნაცვლად. დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში. მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი - 155-ე ბაღი წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული ბავშვები დაუბრუნდებიან განახლებულ ბაღს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წელს, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 13 მლნ ლარზე მეტი, ხოლო