საზოგადოება
24/12/2021

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

"კახა კუჭავამ თამადებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ.

ბუნებრივია, კახა კუჭავა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კახა კუჭავამ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას გადაწყვეტილება 1-2-ში არ მიუღია.

„დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩემს გუნდთან ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ ვრჩები პოლიტსაბჭოში," - განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, მომავალ წელს საზოგადოება უფრო მეტს იაიგებს იმ პროექტზე, რომელსაც უხელმძღვანელებს და ახსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზს.