საზოგადოება
01/06/2021

კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა - მერმა ანგარიში წარადგინა

თბილისის მერიამ საზოგადოებას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

თბილისის მერმა პრეზენტაციის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქვეითია. კახა კალაძის განმარტებით ამ მიზნის მისაღწევად მერიამ

ქალაქის მასშტაბით:

—19 ლოკაციაზე (ჭავჭავაძე, პეკინი, შარტავა, ვაჟა - ფშაველა, გელოვანი და სხვა) განხორციელდა მიწისზედა გადასასვლელი ხიდების დემონტაჟი და მათ ნაცვლად მოეწყო შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელები.

— დაინერგა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი დღეის მდგომარეობით, თბილისში არაერთი მსგავსი მომსახურების გამწევი კომპანია ოპერირებს (Scroll, Kicky, toGo და სხვ.)

—მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობაპირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები  2020 წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდა.

—ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, მოცდის საშუალო დრო გაშვებულ ქსელზე შემცირდება:

27 - დან 10 წუთამდე(მინ. 4 წთ/მაქს. 15წთ.) ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ.

—ქალაქის მასშტაბით დაიხაზა ავტობუსის 34 კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი.

—2018-2020 წლებში მერიამ შეიძინა 536 ახალი ავტობუსი მიმდინარეობს დამატებით 8- მეტრიანი 180 ავტობუსისშემოყვანა 18-მეტრიანი 200 ავტობუსის შემოყვანა

—საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედ გადახდის ერთიან სისტემას 2021 წლის 1 აპრილიდან დაემატა ინტეგრირებულ ქსელში ჩართული ახალი მიკროავტობუსები და ამოქმედდა 90 წუთიანი უფასო გადაჯდომის წესი

—ამოქმედდა საბანკო ბარათებით გადახდა

—მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი

კაპიტალურად შეკეთდა 79 ერთეული ვაგონი

მიმდინარეობს დამატებით 20 ერთეული ვაგონის შეკეთება

—2024 წლამდე მეტროპოლიტენს დაემატება ახალი 40 ერთეული მეტროს ვაგონი

—ზონალური პარკირება ამოქმედდა შემდეგ ლოკაციებზე:

კრწანისი/მთაწმინდა - 417 ვაკე - 1 657

საბურთალო - 2 613

ჯამში განისაზღვრა 4 687 საპარკინგე

ადგილი

—ქალაქის მასშტაბით 38 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები

დამატებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 100 ელექტროდამტენის შესასყიდად.

 

 

 

 

Businesspartner