საზოგადოება
06/12/2021

კახა კალაძემ თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები წარადგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები წარუდგინა.
 
საბურთალოს რაიონს გაიოზ ვასაძე უხელმძღვანელებს
მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე
კრწანისის რაიონს - ბექა მიქაუტაძე
ვაკის რაიონს - დავით კვინიკაძე
გლადნის რაიონს - ლევან ნაროუშვილი
სამგორსს - კახა სამხარაძე
ჩუღურეთს - დავით უთმელიძე
დიდუბეს - ვლადიმერ ძნელაძე
ისანს - ნიკოლოზ ელისაშვილი
ნაძალადევს - ირაკლი ანდღულაძე
 
"მჯერა, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩვენი თანამშრომლობა, თბილისელების და ჩემი, როგორც ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე გამგებლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევენ თავს ამ ყველაფერს. ხვალ, საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით საქმის კეთებას. და წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას."–განაცხადა კახა კალაძემ. 
 
კალაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის.

"ჩვენ გავქვს ამბიციური გეგმები, რაც თბილისს კიდევ უფრო მწავნეს და კომფორტულს გახდის. ამ ყველაფერში გამგებლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი სწრაფად და უპრობლემოდ განხორციელდეს, რითაც მეტ სიცოცხლეს შევიტანეთ თითოეულ რაიონში."- ამბობს თბილისის მერი.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022