კახა კალაძე: ვქმნით 10 სატრანზიტო დერეფანს
კახა კალაძე თბილისში "ჭკვიანი" საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის შექმნას აანონსებს. მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ სისტემა ქალაქში კომფორტულად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
კალაძემ მიღწევებს შორის საჯარო ტრანსპორტის განახლება-მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე განაცხადა.
"შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდება. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ავტობუსის მოცდის დრო საშუალოდ, 20-დან შვიდ წუთამდე შემცირდება.
„მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.