საზოგადოება
18/05/2021

კახა კალაძე: შევქმენით წინაპირობა, რომ ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით განაგრძოს მუშაობა

კახა კალაძემ თბილისის ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციაზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და ურბანული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისს სწორად განვითარების გეზი აქვს აღებული და აღარასდროს დაუბრუნდება იმ ქაოტურ მდგოარეობას, რაც ადრე ხდებოდა.

„ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ, რომ ჩვენი სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო განვავითაროთ. ანგარიშვალდებული ვართ ყველა თბილისელის წინაშე თუ რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ეს დაპირებები. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და კოვიდ პანდემიისა, მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ და შევქმენით წინაპირობა, საკანონმდებლო ინიციატივებით, გენგეგმის მიღებით, რეფორმებით, იმისთვის რომ ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით განაგრძოს მუშაობა.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა გუნდმა შექმნა არის ის საფუძველი, თუ როგორ თანმიმდევურლად უნდა განხორციელდეს რეფორმები, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის და ევროპული თანამედროვე დედაქალაქის ფუნქციონირებისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები თბილისის განვითარებაზე არ იმოქმედებს და ის საშინელი ქაოტური პროცესი, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალში ამ რეფორმების გაგრძელებით, თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო დაქსელვით, მწვანე ზონებით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023