კახა კალაძე: მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, უკრაინიდან ჩამოსული ოჯახები მივიღოთ
თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის, უკრაინიდან ჩამოსული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა საკუთარი სახსრებითაც უზრუნველყოს.
"საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწია დახმარება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მთავრობამ უზურნველყო მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა.
ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა ამ ღონისძიებებში ჩავერთოთ. განცხადებები გაკეთდა, რომ უკრაინიდან ადამიანებს თავიანთი ოჯახები გაჰყავთ და საქართველო მზად არის, ეს ოჯახები მიიღოს. პირადად, მე ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ, ეს ოჯახები მივიღო საქართველოში. მეც ჩავერთო ჩემი სახსრებით და ვუზრუნველვყო ამ ადამიანების განთავსება, ყურადღება მივაქცოთ, მანამ, სანამ მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში", - აღნიშნა კახა კალაძემ.