კახა კალაძე: მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეწყრულ ზონაში ასშტაბური სამუშაოები განხორციელდა: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები დაგანხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათამაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წყლის არიდება მოხდეს ფერდისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის ქუჩა) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მეწყრული პროცესები 1 მარტს დაიწყო. მეწყერის სტაბილიზაციის მიზნით ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო.
მერიამ თბილისის მერია ვაშლიჯვარი-ლისის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპისთვის 7 მლნ გამოყო. აქედან 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებაზე იყო გათვლილი, 6.5 მლნ კი, სამშენებლო სამუშაოებზე.