საზოგადოება
23/02/2022

კახა კალაძე: ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009 წელს არის გაცემული.

„ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში, თუმცა, მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად, იგივე პროექტს ახორციელებდნენ. რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება, რათა კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი მოქცეული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი აიტვირთა.

„ახალი პროექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალური კონსენსუსი მიღწეულია. ზოგადად, როცა ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ, რაც ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესსექტორისთვის დამაზიანებელი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს საკითხების შეჯერება და გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, როგორიც ურბანული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სასტუმროს ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება.

„ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  საბჭო დამატებით იმსჯელებს. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023