საზოგადოება
27/02/2022

"ჯეოქეისის" არარეზიდენტი მკვლევარი კამპანიას "მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის" აანონსებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით და კავკასიის უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი ახალ კამპანიას „მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის” აანონსებს.

გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა სავაჭრო ობიექტში უკრაინული პროდუქცია მოითხოვონ. 

„მეგობრებო, ვიწყებ და ვიწყებთ კამპანიას „მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის!“ ეს არის პირველ რიგში გულით და ემოციით ჩემი და ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინელებისადმი! ამ წუთიდან ყველგან, ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც კი რაიმე ნივთი დაგვჭირდება ვითხოვთ უკრაინულს – პირველადი მოხმარების ნივთებიდან ყველა ნივთის ჩათვლით.

უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასე რომ არჩევანიც დიდი გვაქვს – შეუძლებელს არ ვითხოვთ! დავუჭიროთ მხარი უკრაინის ეკონომიკას!

#მოითხოვეუკრაინული“, -წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბაშიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023