საზოგადოება
01/06/2021
ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს. ის თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. თვითიზოლაციაში არიან გადასულები მინისტრთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები.