საზოგადოება
23/03/2021

ჯანდაცვის მინისტრმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა. 

მინისტრი საჩხერის კლინიკაში, პირდაპირ ეთერში აიცრა. 

ვაქცინაციის შემდეგ მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. 

“უკუჩვენება რომ ყოფილიყო რა თქმა უნდა მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. ამ ეტაპისთვის თავს კარგად ვგრძნობ“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს ჩამოვიდა, 15 მარტიდან კი, ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა, 25 მარტიდან კი, პროცესში 65 წელს ზევით ასაკის პირები ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიმდინარეობს.