საზოგადოება
01/03/2021

ისანში ძველი ვაგონცისტერნა აალდა - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი.

Businesspartner