ირაკლი კოვზანაძე: კოვიდინფექცია უნდა შევაჩეროთ
„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია - ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.
როგორც ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.
„მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000-დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა. კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდება ისე, რომ ახლობლებსაც ვერ ხედავს, ოჯახს ვერ ემშვიდობება ....ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწრაფი და უფრო მეტად ეფექტური ღონისძიებები“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას.
„აიცერით!!! აცრა არის ის რაც გარდატეხას შეიტანს კოვიდინფექციის გავრცელებაში, დაგიცავთ თქვენ და დაიცავს თქვენი ოჯახის წევრებს,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.