საზოგადოება
31/01/2022

ირაკლი ღარიბაშვილს "ომიკრონი" დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი დაუდასტურდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.