საზოგადოება
25/08/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ 2 მლნ დოზა Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაზე

საქართველოს მთავრობა, როგორც პრემიერი ამბობს, დამატებით 2 მლნ დოზა Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.

"გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ", - ამის განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა უახლოეს 10 დღეში ჩატარდება.

„აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.