საზოგადოება
26/07/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში ეტაპობრივად უნდა ჩავიდეს ვაქცინები, რადგან მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა. 

მისი თქმით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. 

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებას და არა სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. 

 

Businesspartner