საზოგადოება
02/09/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: აცრა ერთადერთი გამოსავალია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად

აცრა არის ერთადერთი გამოსავალი რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი ზესტაფონის "ჯეოჰოსპიტალსის" ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა ლია ებანოიძემ გააცნო.

ვაქცინაციის ცენტრში დღეში 350-ზე მეტი ადამიანი იცრება. ცენტრი 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე 2848 ადამიანია აცრილი.

ცენტრში აცრა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრს თვითდინებით მიმართავენ.