საზოგადოება
02/08/2021

იპოთეკური სუბსიდირება შვილის შეძენის შემთხვევაში - განახლებული პროგრამა იწყება

მთავრობა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები, იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას დღეიდან იწყებს. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროგრამის საშუალებით შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით  შესაძლებელი იქნება  როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში“ თანადაფარვით, თანხა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტით დამატებით გაწერილი, ₾55 მლნ-დან მიიმართება. წყვილებს იპოთეკური სესხი I და II შვილზე 6%-ით, III, IV-ზე კი 8%-ით დაუსუბსიდირდებათ. ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლომდე გაცემულ სესხზე 5 მლნ-იან დაფინანსებას ვარაუდობს.