საზოგადოება
20/03/2020

ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ბოქსირებული განყოფილებები დაემატება

ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ბოქსირებული განყოფილებები დაემატება. კლინიკაში ბოქსირებულ პალატებად მე-3-მე-4 განყოფილებებში არსებული სივრცეები გადაკეთდება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვა ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრ-მა უკვე ითხოვა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი არის ცენტრალური მიმღები დაწესებულება ინფიცირებულთათვის. კლინიკაში საკარანტინო ზონისთვის ადრევე დაიცალა და მომზადდა სამი განყოფილება: ვირუსული ჰეპატიტების მე-3, მე-4 და ნეიროინფექციური განყოფილებები. საქართველო ცდილობს COVID -19 -ის ეპიდემიის შეკავებას, რისთვისაც გარკვეული ღონისძიებები ტარდება. თუმცა ქვეყანა ასევე ემზადება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების სავარაუდო ზრდისთვის. ამ ეტაპზე, პანციენტების მისაღებად 5 სახელმწიფო საავადმყოფოა მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორიც მზად არის კლინიკები კორონავირუსით დაავადებულებს დაუთმოს.

Businesspartner