საზოგადოება
07/03/2022

"იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში ომის მალე დასასრულებლად"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. 

"მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ. 

გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. 

ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. ელჩი ახლაც უკრაინაშია და კიევიდან სხვა ქალაქში გადავიდა. ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ, რადგან არცერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს. 

ჩვენთვის, ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც უკრაინაში ხდება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ის ტრაგედია რაც ხდება, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედია, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023