საზოგადოება
02/01/2022
იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასი 10%-ით გაიზრდება
2022 წლის იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასი 10%-ით გაიზრდება. მაგალითად, ხელფასის ზრდა შეეხება - ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს.
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს, რომ საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ფორმულა შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს.
ამასთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს აქვს გაკეთებული.
მისი თქმით, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.