ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება - გაიზომე წნევა
ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება - გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 17 ივლისა და 7 აგვისტოს, ყველა მსურველს გაქვთ შესაძლებლობა, მიმართოთ ჩაფიძის გულის ცენტრს და სრულიად უფასოდ გაესინჯოთ და პროფესიონალ კარდიოლოგებთან გაიაროთ კონსულტაცია. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე: +995 322 40 23 17 ან +995 322 40 23 22, 09:30-17:30 საათამდე, მისამართი: ნ. ჯავახიშვილის ქ. #1. პაციენტების მიღება 10:00-16:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება. მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის აქციაში, ივნისის თვის ფარგლებში 1000-მდე ადამიანმა მიიღო სრულად უფასო სამედიცინო დახმარება წამყვან სპეციალისტებთან კლინიკებში: თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, კლინიკა გული, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, TIM-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი, „ღია გული“ მე-5 კლინიკური საავადმყოფო და თბილისის გულის ცენტრი. ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნული კლინიკებისთვის მიემართა, გაევლო კონსულტაცია პროფესიონალი კარდიოლოგებთან და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევა.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.