Henley&Partners-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზეა
2021 წლის მეორე კვარტალში პასპორტის მსოფლიო ინდექსში 200 ქვეყანას შორის საქართველოს 50-ე ადგილი უკავია, - PassportIndex-ის შედეგები საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-მა გამოაქვეყნა.
კომპანიის მონაცემებით, ქართული პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 116 ქვეყანაშია შესაძლებელი.
საქართველოს უსწრებს მეგობარი უკრაინა, ის რეიტინგში 35-ე პოზიციაზეა და უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ 136 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
თურქეთი 52-ე ადგილზეა 111 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით.
რეიტინგში ლიდერის პოზიცია აქვს იაპონიას, მის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 193 ქვეყანაში შეუძლიათ, მეორე ადგილზე მყოფი სინგაპური მხოლოდ ერთი ქვეყნით ჩამორჩება რეიტინგის ლიდერს, მესამე ადგილს გერმანია და სამხრეთ კორეა 191-191 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით ინაწილებენ. მეოთხე ადგილს კი ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ფინეთია (190 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით), რეიტინგის ხუთეულის ბოლო პოზიცია ერგო (189 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით) პორტუგალიას ერგო.
Henley & Partners-ის პასპორტების ინდექსს 2018 წლიდან ყოველ კვარტალში აახლებს, კომპანიის ცნობით, მიზანი უვიზოდ ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობაზე ინფორმირებაა.